Thursday, February 2, 2023

პატრონი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა

მთავარი

(ACCnews) უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმბოლო პირველი ძაღლია, რომელიც UNICEF-ის “კეთილი ნების ელჩი” გახდა. ინფორმაციას, UNICEF Ukraine ავრცელებს.

“პატრონი” და UNICEF-ი ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხებზე ერთად იმუშავებენ.

ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და მფარველი ძაღლის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ცერემონიაში მონაწილეობა თავად “პატრონმა” მიიღო.

მეტი:   "რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება" - რასა იუკნევიჩენე

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი და “პატრონი” ითანამშრომლებენ ნაღმების რისკების განათლებისა და უსაფრთხოების სფეროში, ომის შედეგად გამოწვეული მრავალი რისკის შემცირებაში, ასევე ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების, მათი აღმზრდელებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში.

მეტი:   "იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ" - ერდოღანი პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე

“უკრაინაში არ არის არც ერთი ბავშვი, რომელმაც არ იცოდეს პატრონის, გამანადგურებელი ძაღლის შესახებ. პატრონმა მოიპოვა ყველა უკრაინელის ნდობა და გული და UNICEF-თან ერთად ხელს შეუწყობს უკრაინული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ნაღმების რისკის განათლება და ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების წყალობით პატრონმა იცის ყველაფერი ფეთქებადი ობიექტების და დანაღმული მინდვრების შესახებ და მუდმივად არის ჩართული განაღმვითი საქმიანობით, ასევე იცის როგორ წაახალისოს და დაამშვიდოს ბავშვები და მოზარდები მძიმე დროს იუმორის გრძნობით . მასზე დაკვირვება და მასთან ურთიერთობა ხელს უწყობს სტრესის დაძლევას და განწყობის ამაღლებას“, – განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა უკრაინაში, მურატ შაჰინიმ.

მეტი:   "ომის გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს" - უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img