Saturday, June 3, 2023

“მთავარი საკითხი მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დალაგებაა” – ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში ნიკოლ ფაშინიანს ხვდება

მთავარი

(ACCnews) “მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დალაგება” – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს.

პუტინის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა დადებითად ვითარდება, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაა.

„გუშინ დავიწყეთ (მსჯელობა – რედ. შენიშვნა) და სამივემ მოვახერხეთ საუბარი. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დალაგება და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც უკავშირდება ყარაბაღს“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი:   "როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ"– მეთიუ ბრაიზა

როგორც რუსული  მედია აღნიშნავს, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების განხილვის შესაძლებლობისთვის.

ფაშინიანი სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

მეტი:   პუტინის ლიკვიდაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, კლანები „ალტერნატიულ აეროდრომს ამზადებენ” - ოლეგ ჟდანოვი

შეგახსენებთ, გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ლაჩინის დერეფნის კონტროლთან დაკავშირებით. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსული კონტინგენტი აშკარად ასრულებს თავის ამოცანებს, მაგრამ „სიტუაცია ძალიან რთულია“.

12 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ გადაკეტა სტეფანაკერტი-გორისის გზა, ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ბაქო ირწმუნება, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივისტებისა და გარემოს დამცველების საპროტესტო აქცია „სომხური მხარის უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ“.

მეტი:   "რუსული გაზის ყიდვა რუბლით ნიშნავს, რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე"- დმიტრო კულება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში დაძაბული ჰუმანიტარული ვითარება ვითარდება და პირველადი საქონლის დეფიციტი უკვე დაწყებულია.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img