(ACCnews) “რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი,” – ასე ეხმაურება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარებას.
„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი.
ცნობისათვის, 12 დეკემბრიდან გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, რომელიც არის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი, სომხეთიდან მთიან ყარაბაღამდე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.
დაახლოებით 120 000 სომეხი, მათ შორის 30 000 ბავშვი ცხოვრობს ანკლავში და გზის სავარაუდო ჩაკეტვამ, სამყაროსგან მათი იზოლირება მოახდინა. მათ არ მიეწოდებათ საკვები, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა.
„შეშფოთებული ვარ სამხრეთ კავკასიაში ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარებით. კერძოდ, შეშფოთებული ვარ მოსახლეობის არასტაბილური ჰუმანიტარული პირობებით, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება ზამთრის სეზონზე. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები ხალხის სასიკეთოდ.” – განაცხადა ფრანცისკემ.