Wednesday, March 29, 2023

“საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს“ – შალვა პაპუაშვილი

მთავარი

(ACCnews) “საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და უკრაინის მხრიდან „რაიმე პრეტენზიები არ არსებობს“.

„ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.

მეტი:   "ნატომ იცოდა, რომ ახალი დარტყმები გარდაუვალია და გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო" - ზელენსკი უკრაინის ცის არდახურვაზე

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს – აქაც, სხვათა შორის, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი:   "მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებაზე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ცნობისათვის, საქართველოს დელეგაცია თბილისში გუშინ დაბრუნდა.

საქართველოს დელეგაციამ უკრაინაში, რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოინახულეს.

მეტი:   CBS News: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს

ორი ქვეყნის პირველმა კანონმდებლებმა ერთობლივი ბრიფინგი ქალაქ ირპენში  გამართეს სადაც ქართველებისა და უკრაინის მეგობრობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img