Saturday, September 23, 2023

“გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან” – შალვა პაპუაშვილი

მთავარი

(ACCnews) “შეხვედრა გვქონდა პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენთვის საინტერესოა მათი დახმარება და გამოცდილება და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ მათგან ვგრძნობთ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.

მეტი:   სტაჟირების პროგრამა აშშ-ის საელჩოში: "საელჩო შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება"

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, ისაუბრეს პორტუგალიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, პორტუგალია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რათა პორტუგალიის მხარდაჭერით საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწიოს.

მეტი:   "მოდი, სერგეი, ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, მაგრამ მეეჭვება, რომ ლავროვს აქვს ასეთი უფლებამოსილება" - ანნალენა ბერბოკი

„გარდა ევროპული ინტეგრაციისა, პორტუგალია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკაში პორტუგალიურ ენოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით პრაქტიკულ დახმარებას მათი მხრიდან და ესეც, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. მეგობრობის ჯგუფი ახლა უკვე დაკომპლექტდა პორტუგალიის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, მეგობრობის ჯგუფებს და კომიტეტებს შორის ურთიერთობების მეშვეობით ჩვენ გვექნება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა, იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც არის პორტუგალიისგან, დარჩეს ასეთად და მათი დახმარებით მივაღწიოთ იმ პროგრესს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი:   უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე ბრიუსელის გადაწყვეტილება სიმბოლურიცაა და ისტორიულიც

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img