(ACCnews) პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პროცესია.
ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.