Sunday, January 29, 2023

ტოკიოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

მთავარი

(ACCnews) იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. – დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან.

მეტი:   "საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დღეს 30 წევრ ქვეყანას შორის თანხმობა არ არის"- ედგარს რინკევიჩი

“შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში, იაპონელი კოლეგებისგან ისედაც მხარდაჭერილია, თუმცა ამ თვალსაზრისით, ძალისხმევის მომატება მნიშვნელოვანია. საუბარი იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმზე, სპორტზე, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს რეგიონს და მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აქვს,” – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მეტი:   საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img