Friday, March 24, 2023

“საბოლოო ჯამში ამოტრიალებული რეალობაა” – პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშზე

მთავარი

(ACCnews) “ეს არის მცდელობა თეთრს დავარქვათ შავი, ნათელს სიბნელე, სიბნელეს სინათლე, ტყუილს სიმართლე, სიმართლეს ტყუილი და საბოლოო ჯამში დავაბნიოთ საზოგადოება, ტერმინოლოგიაში დავკარგოთ ისინი,”– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“, რითაც  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშში რამდენიმე ევროპარლამენტარების მიერ შეტანილი ცვლილებები შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებმაც დაბალანსებულ პროექტში შესწორებები შეიტანეს მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და დაბალანსებულ ანგარიშზე თავდასხმა განახორციელეს.

მეტი:   "გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან" - შალვა პაპუაშვილი

„ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან – თეთრს დავარქვათ შავი და შავს დავარქვათ თეთრი, თითქოს ეს არის რეალობა. ჩვენ ვნახეთ, იყო შემოთავაზება, რომ მეცენატს დავარქვათ ოლიგარქი, ოლიგარქს, რომელმაც თავისი სიმდიდრე ქართული ჯარის ძარცვით შეაგროვა, დავარქვათ მედიამენეჯერი თუ მედიამფლობელი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და რომელიც ქართველი ხალხის ჩაგვრით იყო დაკავებული, დაარქვათ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. საბოლოო ჯამში ამოტრიალებული რეალობაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

მეტი:   შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გერმანიას ეწვევა

ნიშანდობლივია, რომ მეთოდი, რომლითაც ხდება ამ არასიმართლის დამკვიდრების მცდელობა, არის ტიპური ნიუსპიკი, რომელიც [ჯორჯ] ორუელისგან მომდინარეობს. ეს არის მცდელობა თეთრს დავარქვათ შავი, ნათელს სიბნელე, სიბნელეს სინათლე, ტყუილს სიმართლე, სიმართლეს ტყუილი და საბოლოო ჯამში დავაბნიოთ საზოგადოება, ტერმინოლოგიაში დავკარგოთ ისინი. ეს არის ტიპური პროპაგანდა და ერთადერთი რუსეთის სახელმწიფო ვიცი, რომელიც ასეთ პროპაგანდას ეწევა და, რა თქმა უნდა, მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მეტი:   “საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს“ - შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img