Wednesday, September 27, 2023

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა

მთავარი

(ACCnews) ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა.

დოკუმენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიცა 2021 წლის იანვარში“.

მეტი:   "ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" - უკრაინის პრეზიდენტი

დოკუმენტი კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და „ჩაერთონ დიალოგში, რათა მიაღწიონ ყოვლისმომცველ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობით“.

მეტი:   ისრაელისა და აშშ-ის თავდაცვის კომპანიები ლაზერულ სარაკეტო თავდაცვის სისტემას ერთობლივად შეიმუშავებენ

დოკუმენტი  გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში – იქ მცხოვრები ხალხის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის გამო.

მეტი:   ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ღონისძიება USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა გახსნა

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიული ძალადობრივი ქმედებებზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

„რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს მიუღებელ პირობებს, რაც საშუალებას აძლევს მას კვლავ განახორციელოს ფაქტობრივი ოკუპაცია ან აკონტროლოს ამ მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილი“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img