Wednesday, September 27, 2023

“ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ”- ვიქტორ ორბანი

მთავარი

(ACCnews) ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, 1956 წლის მოვლენების დროს, დასავლეთმა უნგრეთს უღალატა.

„დასავლეთს რომ არ ეღალატა – 1945 წლის შემდეგ უკვე მეორედ – წარმატებას მივაღწევდით. 1956 წლის შემდეგ ორმოცი წელი დაგვტოვეს საბჭოთა კომუნისტური პრესის ქვეშ, ფიქრით, რომ საბჭოთა კავშირს ექნებოდა კიდევ ერთი პრობლემა. გაკვეთილი ნათელია. მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, მსოფლიოს აჩვენონ უნგრელების სიმართლე და მხოლოდ უნგრელებს შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი სიმართლე იმ საფრთხეებისგან, რომლებიც მათ ემუქრებათ. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ უნგრეთის ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ აქ ვიყავით, როცა პირველმა დამპყრობელმა იმპერიამ შემოგვიტია და აქ ვიქნებით, როცა ბოლო ჩამოინგრევა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი:   კელი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა
მეტი:   ილჰამ ალიევი: "ყარაბაღის ომის შედეგები ახალ შესაძლებლობებს ხსნის - ზანგეზურის დერეფანი რეგიონის ყველა ქვეყანას მოუტანს სარგებელს"

ორბანმა ასევე გამოიყენა ეს გამოსვლა ევროკავშირისკენ, უნგრეთის მთავრობის არალიბერალური უკანდახევის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობის ფონზე.

მეტი:   ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ვერ შეძლო

ბრიუსელი განიხილავს, შეაჩეროს თუ არა ევროკავშირის 7,5 მილიარდი ევრო დაფინანსება ბუდაპეშტის კანონის უზენაესობის შესახებ მზარდი შეშფოთების გამო.

„ნუ შევშფოთდებით მათით, ვინც უნგრეთს ჩრდილიდან ან ბრიუსელის სიმაღლეებიდან ესვრის, ისინი თავანთი წინამორბედების მსგავსად დაასრულებენ”,- თქვა ორბანმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img