(ACCnews) “ივანიშვილმა გამოაგორა “ყმაწვილების კვარტეტი” და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას.” – ნათქვამია პარტია “პროგრესი და თავისუფლებას” ლიდერის კახა ოქრიაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
“რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:
საერთაშორისო იზოლაციას.
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის “კუპონიზაციას” და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას.
აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს”, – ნათქვამია განცხადებაში.