(ACCnews) ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო გარდაიცვალა,- ინფორმაციას ინტერფაქსი OPEC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბარკინდო გარდაიცვალა 5 ივლისის გვიან საღამოს. ის 63 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ბარკინდო ნიგერიაში იმყოფებოდა და გარდაცვალების წინ ნავთობისა და გაზის კონფერენციაზე ისაუბრა.
ბარკინდო OPEC-ს 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. მას ეს თანამდებობა ორი ვადით ეკავა, უფლებამოსილება ივლისის ბოლოს ეწურებოდა. გენერალურ მდივნად დანიშვნამდე ის ორგანიზაციაში ნიგერიას წარმოადგენდა 1986 წლიდან – ჯერ როგორც ამ ქვეყნის დელეგაციის წევრი, შემდეგ კი ნიგერიის ოფიციალური წარმომადგენელი.
იანვარში OPEC-ის მინისტრებმა აირჩიეს ჰაითამ ალ-გაისი, ქუვეითის წარმომადგენელი ორგანიზაციაში, ბარკინდოს მემკვიდრედ. ის გენერალური მდივნის თანამდებობას 1 აგვისტოდან სამი წლის ვადით დაიკავებს.