Wednesday, September 27, 2023

“ნოვაია გაზეტა”: ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის

მთავარი

(ACCnews) “ნოვაია გაზეტა”-ს ინფორმაციით, ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში ბრძოლისთვის ჰეზბოლას წევრებს 1 500 დოლარს გადაუხდიან. რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წარმომადგენლებმა ჰეზბოლას მებრძოლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

მეტი:   პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი: პუტინს უნდა, რომ ზელენსკი გატეხოს

მათივე ცნობით, 800 მებრძოლიდან 200 ბელორუსის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 29 მარტს უნდა ჩავიდეს.

ამასთან, როგორც “Новая газета” იტყობინება რუსები ჰეზბოლას მებრძოლებს ყველაზე გამოცდილი ბატალიონებიდან – ალ-აბასიდან და ალ-რადვანიდან იწვევენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ რეკრუტირების ცენტრები რამდენიმე ქალაქში გახსნა.

მეტი:   "შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე, ბუჩაში დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა" - ოლაფ შოლცი

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 32 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   "პუტინს ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ -ის ცდებოდა, ჩვენ მზად ვიყავით"- ჯო ბაიდენი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img