Saturday, September 23, 2023

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს

მთავარი

(ACCnews) „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. – ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.

მეტი:   "უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ვალია" - საქართველოს პარლამენტის სპიკერი უკრაინაში მიდის

“ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც,” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მეტი:   "ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს" - კელი დეგნანი სააკაშვილის პროცესის გადადებაზე
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img