Wednesday, June 7, 2023

“სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ” – ფინეთის პრეზიდენტი

მთავარი

(ACCnews) ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.

მეტი:   ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს - CNN

“ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა,” – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მეტი:   "ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, მიიღებს პასუხს და ეს მხოლოდ დასაწყისია"– ვოლოდიმირ ზელენსკი

მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

მეტი:   პუტინი "აზოვსტალიდან" მოქალაქეების ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა

“ეს არ მოხდა, უკრაინელების ბედს ისინი ღრმა თანაგრძნობით განიცდიან,” – აღნიშნა საული ნიინისტემ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img