Saturday, January 28, 2023

“დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან” – ნედ პრაისი

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.

ამასთან, როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ მისწრაფებას.

მეტი:   "აბსოლუტურ შოკში არიან! - პუტინი გაცოფებულია" - გონჩარენკო რუსული ხომალდის ჩაძირვაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, „რომ დაასრულოს ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის“.

„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

მეტი:   ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.

მეტი:   "ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას - ენტონი ბლინკენი

დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.”  – აღნიშნა პრაისმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img