(ACCnews) აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, ესკალაციის სესამცირებლად სომხეთს და აზერბაიჯანს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო.
„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ინტენსიური ბრძოლების შესახებ ცნობებს, მათ შორის მსხვერპლთა და ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ მოვუწოდებთ სასწრაფო ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ, ყოვლისმომცველ და მდგრადი გადაწყვეტის აუცილებლობას,- ნათქვმია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.