Saturday, September 23, 2023

“უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს” – დმიტრი მედვედევი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული მხარის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული ნებისმიერ სახის სამხედრო ოპერაცია რუსეთთან ომის გამოცხადებად ჩაითვლება. თუმცა როგორც მედვედევი განმარტავს, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.

მეტი:   აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯეტ ბრინქის კანდიდატურა დაამტკიცა

“ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა.

მოუგვარებელი ტერიტორიული დავებისა და ყირიმის სტატუსზე განსხვავებული შეხედულების გამო, უკრაინის ნატოში შესვლა რუსეთს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება“, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი:   შს მინისტრის ცნობით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ცნობისათვის, მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ტერიტორია რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

მეტი:   საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

სამიტის დღის წესრიგი, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img