Wednesday, June 7, 2023

ნატო ადასტურებს, რომ უკრაინა მიიღებს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას

მთავარი

(ACCnews) ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას. – ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ერთობლივ ბრიფინგზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. იუწყება UNIAN.

მეტი:   "რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი"– ზელენსკი

„მივესალმები უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელიც შეერთებული შტატებმა უკრაინას გაუწია, ისევე როგორც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები ქვეყნები უწევენ. ასევე მჯერა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გუშინ მიაწოდეს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის მხარეს იმდენ ხანს, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი:   გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?

“ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით”, – დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რამშტაინის ფორმატში მეექვსე შეხვედრაზე განიხილეს იარაღის მიწოდების გაგრძელების და უკრაინელი სამხედროების მომზადების საკითხი.

მეტი:   "უკრაინა "აზოვსტალიდან" 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - ირინა ვერეშჩუკი

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეცვალეს ომის დინამიკა, რომელიც რუსეთმა გააჩაღა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს სურვილი, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img