(ACCnews) „უკრაინის გვერდით დგომა“ – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჰპირდება ურყევ მხარდაჭერას უკრაინას, ჰპირდება მეტ სამხედრო დახმარებას და რუსეთზე სანქციების გაძლიერებას.
„ჩვენი უკრაინელი მეგობრები და პარტნიორები ცხადად ამბობდნენ: ისინი არ დანებდებიანნ. და არც ჩვენ დავნებდებით“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლიმ.
”უკრაინას უნდა შეეძლოს ეფექტურად დაიცვას საკუთარი თავი და რუსეთი ვერ იქნება წარმატებული. პუტინმა და მისმა დამხმარეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფასი, რომელსაც ისინი იხდიან თავიანთი არჩევანის უგუნური და მანიაკალური ომისთვის, მხოლოდ გაიზრდება“, – თქვა მან ვილნიუსში ასამბლეის ოთხდღიანი სესიის დასასრულს.
დეკლარაციაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა ალიანსის ქვეყნებს, არსებითად გაზარდონ კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეტაპობრივად უარი თქვან ენერგორესურსების იმპორტზე.
დეკლარაციას, და რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის ომს, მხარი დაუჭირა ალიანსის წევრი 30 ქვეყნის 200-ზე მეტმა კანონმდებელმა.
„რუსეთის ცდილობს, დაამარცხოს უკრაინის დემოკრატია, დააშინოს სხვა სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნები და შესაბამისად, ძირი გამოუთხაროს ნატო-ს ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთელ დემოკრატიულ, ცივილიზებულ და მშვიდობიან მსოფლიოს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.