(ACCnews) ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება, რომელმაც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს.
არსებობს მოლოდინი, რომ სამიტზე NATO-ს გაფართოების საკითხებსაც განიხილავენ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა სამიტამდე გამართულ ბრიფინგზე საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ NATO- სხვა პარტნიორებს მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.
“რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა, რომ მხარდაჭერა დროულად უმჯობესია, ვიდრე დაგვიანებით. NATO ეხმარებოდა უკრაინას 2014 წელს სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდაპოლიტიკურ ჩარევის საფრთხის წინაშე”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.
სამიტი ორდღიანი იქნება. ასევე, ცნობილია, რომ სამიტს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.