Monday, June 5, 2023

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია”- იენს სტოლტენბერგი

მთავარი

(ACCnews) ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია.

როგორც მან ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, თურქეთის შეშფოთება ეხება იარაღის ექსპორტს და ტერორიზმს.

მეტი:   "არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს"- ანდრიუს კუბილიუსი

“ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ეს ეხება ტერორიზმს, ეს ეხება იარაღის ექსპორტს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გავიგოთ, რომ ნატოს არცერთ მოკავშირეს არ განუცდია იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ არ დაუკონკრეტებია.

მეტი:   "პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი, რუსეთმა გაანადგურა ელექტროგადამცემი ქსელის მესამედზე მეტი"- ენტონი ბლინკენი

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთი ალიანსის მთავარი მოკავშირეა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო შავ ზღვაზე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).

მეტი:   "ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი" - ენტონი ბლინკენი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img