(ACCnews) ფინეთმა ლუდი გამოუშვა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების პატივსაცემად. მას აწარმოებს კერძო ფინური კომპანია და ჰქვია “ოტან” – ნატოს ფრანგული მართლწერა (და ნატო პირიქით). ასევე, აქ არის სიტყვების თამაში.
„ოტან“ ფინურად ნიშნავს „ვიღებ“, ხოლო „ოლუტტა“ ლუდს, „ოტან ოლუტტა“ ითარგმნება როგორც „ლუდს ავიღებ“.
„ჩვენ გვინდოდა ამ ბნელ დროში ლუდით შემოგვეტანა იუმორი“, – თქვა ლუდსახარშის ხელმძღვანელმა პეტერი ვანტინენმა.
ცნობისათვის, ფინეთმა ნატოში შესვლაზე განაცხადს დღეს ოფიციალურად გააკეთებენ.