(ACCnews) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. დელეგატებმა რუსეთის ფედერაციის დანაშაულებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს.
„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი საშუალებას მოგვცემს გავასამართლოთ არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც“, – თქვა უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ ჩერნევმა.
გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი შეიცავს შემდეგ გადაწყვეტილებებს უკრაინის შესახებ:
იარაღის მიწოდების გაზრდა;
უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმის შემუშავება;
რუსეთისგან უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა.
სახალხო დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებულია ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის პრინციპი მანამ, სანამ საჭირო იქნება.