(ACCnews) ნატო რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, – აღნიშნული განცხადება ალიანსის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან, ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან“, – განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მან დასძინა, რომ ივნისში მიღებულ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის მიერ „ახალი და დესტრუქციული ორმაგი დანიშნულების მიწოდების სისტემების დემონსტრაციული გამოყენებით ბირთვული იარაღის იძულება“ გაფართოება წარმოადგენს ალიანსის უსაფრთხოებისა და ინტერესების გამოწვევას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის შესაძლო მომზადების შესახებ.
იტალიური გამოცემის La Repubblica-ს ცნობით, ნატოს დაზვერვამ, სავარაუდოდ, გააფრთხილა მოკავშირეები რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვილი სუპერ-ტორპედოს პოსეიდონის შესაძლო გამოცდის შესახებ.
The Times-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ გეგმავს ბირთვული იარაღის გამოცდას უკრაინის მახლობლად – ამისათვის მან ეგრეთ წოდებული “ბირთვული მატარებელი” გაგზავნა ფრონტის ხაზისკენ.