Saturday, September 23, 2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს

მთავარი

(ACCnews) საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12-13 ოქტომბერს ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

მეტი:   "ყველა მოღალატე დაისჯება" - ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა

ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება.

მეტი:   ნატო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება.

მეტი:   "ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს" - თეთრი სახლის პრესმდივანი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img