Thursday, February 2, 2023

“ნატო-ს ახალ კონცეფციაში ერთმნიშვნელოვნადაა გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის საქართველოსთან” – ვიქტორ დოლიძე

მთავარი

(ACCnews) “ნატო-ს ახალი, ადაპტირებული სტრატეგიული კონცეფციის თაობაზე, ყველგან ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის ასპირანტ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით”– ასე შეაფასა ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტი.

როგორც დოლიძემ აღნიშნა,ნატო–ს მადრიდის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, სადაც ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ღიად დაფიქსირდა.

“ჩვენ კმაყოფილები ვართ, რაც დავისახეთ მიზნად და ბოლო წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ამ მიმართულებით, შედეგი დევს.

მეტი:   "საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს" - ესტონეთის დაზვერვის ექს-შეფი

პირველ რიგში, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო წარმატებული სამიტი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული წინ ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ისევე როგორც ალიანსის ღია კარის პოლიტიკის გათვალისწინებით და ამავე დროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად უნდა მიესადაგოს და ადაპტირება განიცადოს ახალ რეალობასთან და რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

მეტი:   ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის ინიციატიით გამოდის

მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე მიღებულ ყველა დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით.

„ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე გრძელვადიან დოკუმენტს, ნატო-ს ახალი, ადაპტირებული სტრატეგიული კონცეფციის თაობაზე, ყველგან ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, მათ შორის ასპირანტ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, მათ შორის ალიანსის წარმომადგენლებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი მხარდაჭერა, გაძლიერებული იყოს საქართველოს მედეგობა, გლობალურ საფრთხეებთან გამკლავების უნარი. ამიტომ ჩვენ კმაყოფილები ვართ, რაც დავისახეთ მიზნად და ბოლო წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ შედეგი დევს, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი არის გაწევრიანება, სრულფასოვანი წევრობა, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მეტი:   მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე რეგიონული სტაბილურობისთვის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები შეიკრიბნენ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img