Friday, March 24, 2023

ნაგასაკის დაბომბვის 77 წელი – ქალაქის მერი ბირთვული საფრთხის შესახებ მსოფლიოს აფრთხილებს

მთავარი

(ACCnews) ბირთვული იარაღი გახდა „ხელშესახები და რეალური“ საფრთხე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, – ეს განცხადება ნაგასაკის მერმა იაპონიის სამხრეთ ქალაქზე ატომური დაბომბვის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოსვლისას გააკეთა.

„ამ წლის იანვარში ხუთმა ბირთვულმა ძალამ – აშშ-მ, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა – გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ შეიძლება იყოს და ის არასოდეს უნდა იყოს გაჩაღებული“, თუმცა, მომდევნო თვეში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. იყო ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, რამაც შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო“, – განაცხადა მან.

მეტი:   ”რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილებას ინანებს"– აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე

“ატომური იარაღის გამოყენება არ არის “უსაფუძვლო შიში”, არამედ “რეალური საფრთხეა”, – დასძინა მერმა.

მეტი:   რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში დაბომბვისას დაიღუპა

მისი თქმით, კაცობრიობამ უნდა შეუწყოს ხელი „მშვიდობის კულტურას, რომელიც ეფუძნება ნდობას და პატივისცემას.

ცნობისათვის, 1945 წლის 6 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა სამხედრო ბირთვული იარაღი: მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დანებების მიზნით ვაშინგტონმა ჰიროშიმაზე ჩამოაგდო ატომური ბომბი „Baby“. დარტყმის ტალღის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 70 000 მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ 200 000 ადამიანი კი ბირთვული გამოსხივების ზემოქმედებით დაიღუპა .

მეტი:   "პუტინი დასავლეთისგან პასუხს მიიღებს" - ბრიტანეთის თავდაცვა ატომური იარაღის გამოყენებაზე კრემლს პასუხობს

სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი ამერიკული ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკიზე, რის შედეგადაც კიდევ 74000 ადამიანი დაიღუპა. 1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის ჩაბარებით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. იაპონიის ორივე ქალაქში დღემდე ათასობით ადამიანი განიცდის რადიაციის ზემოქმედებას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img