Saturday, June 3, 2023

“პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება” – Politico

მთავარი

(ACCnews) „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება”, – ამის შესახებ Politico იტყობინება.

როგორც Politico აღნიშნავს, მობილიზაციის გამოცხადება გამოიწვევს კვალიფიცირებული მუშაკების ნაკლებობას ყველა ინდუსტრიაში.

მეტი:   რუსეთი ისრაელს სთხოვს, სირიიდან უკრაინაში იარაღის გადატანაში ხელი არ შეუშალოს

„რაც უფრო მეტი კაცის მობილიზებას შეეცდება კრემლი, მით უფრო მეტი შეეცდება რუსეთის დატოვებას. შესაძლოა, პუტინმა შეძლოს 300 000 რეზერვისტის მობილიზება, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ დაახლოებით 360 000 უკვე წავიდა საქართველოსა და ყაზახეთში. იმისთვის, რომ მათთვის არასასურველ ომში არ წავიდნენ.

მეტი:   (ვიდეო) სად არის "პირველი არხის" რედაქტორი? - რუსული მხარე ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებს

კაცები, რომლებიც ახლა ტოვებენ რუსეთს, არიან შრომისუნარიანები. მათი წასვლა დიდი დანაკლისია რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. არ არის საკმარისი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად დაიკავონ ქვეყნიდან წასული მამაკაცების ადგილი“, – წერს გამოცემა.

მეტი:   კორპორაციის ხელმძღვანელმა, სკოტ ნეითანმა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" დაათვალიერა

შეგახსენებთ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img