(ACCnews) მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ცა ჩაუკეტეს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ცის ჩაკეტვა მაშინ მოხდა, როცა სერგეი ლავროვი ვიზიტის ფარგლებში სერბეთში მიფრინავდა. მისი შეხვედრები 6-7 ივნისს იგეგმებოდა, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები უნდა განეხილათ. განხილვის ერთ – ერთი თემა, ბალკანეთის რეგიონში არსებული სიტუაციაა.
გამოცემის მიხედვით, სერგეი ლავროვის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და უცნობია, გაიმართება თუ არა ის.