Friday, March 24, 2023

მოლდოვის პარლამენტმა Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მთავარი

(ACCnews) მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი კანონით აკრძალა. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აიკრძალება როგორც გეორგიევსკის ლენტი, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენება.

კანონპროექტს 101 დეპუტატიდან მხარი 53–მა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.

მეტი:   "მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს"- ჯო ბაიდენი

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, აკრძალული იქნება ამ სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და ასევე, საჯაროდ გამოყენება.

მეტი:   უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - "ევროპული პერსპექტივა"

კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გასწევს.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ამას გარდა, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა და სიმბოლოები V და Z აკრძალა.

მეტი:   "ქართველებს კარგად გვესმის, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!" - სალომე ზურაბიშვილი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img