Wednesday, September 27, 2023

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 29 მარტს თურქეთში გაიმართება

მთავარი

(ACCnews) რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი თურქეთში  გაიმართება. შეხვედრა სტამბოლში 29 მარტს არის დაგეგმილი – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება”.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "პირველი ნაბიჯები ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობის გზაზე"

ასევე თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ერდოღანმა კრემლის ლიდერს განუცხადა, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და უკეთესი ჰუმანიტარული პირობები. მანამდე შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართა, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით პირისპირ გაიმართება თურქეთში 28-30 მარტს“.

მეტი:   კელი დეგნანი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდოს"

ინფორმაციას მოლაპარაკების თარიღის შესახებ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი  ვლადიმირ მედინსკიც ადასტურებს.

მეტი:   "უოლ სტრიტ ჯორნალი:" "ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სანქცირებულთა სიიდან რომან აბრამოვიჩის ამოღება სთხოვა"

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 33 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img