Wednesday, September 27, 2023

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება – ეს საერთო მიზანი უნდა იყოს”- შარლ მიშელი

მთავარი

(ACCnews) “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს,”– ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიშელმა განაცხადა, პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა იმუშავონ იმაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს.

მეტი:   "თუ უკრაინელები დამარცხდებიან პუტინი საქართველოს მიუბრუნდება"- NATO-ს ყოფილი მრჩეველი​

„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, ისინი ცდილობენ თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.

მეტი:   საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს"- დმიტრო კულება

შარლ მიშელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს იმ იმედით, რომ შეძლებდა ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.

მეტი:   "პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს" - New York Times

შარლ მიშელმა ისაუბრა სანქციებზეც და აღნიშნა, რომ ევროპას ენერგოსექტორში არ აქვს ისეთივე ვითარება, როგორიც აშშ-შია, რამდენადაც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.

მისივე თქმით, სანქციები “მტკინვეული უნდა იყოს რუსეთისთვის და არა ევროპისთვის.”

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img