(ACCnews) ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, დასავლეთმა და ნატო-მ მას უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს.
როგორც მიშელმა სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად, ქვეყნების ლიდერებმა უკრაინას მაქსიმალურად უნდა დაუჭირონ მხარი.
„ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, რათა კრემლზე ზეწოლა მოვახდინოთ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვართ მტკიცედ ერთიანები, რადგან ომი უნდა შეწყდეს. ეს ფუნდამენტურია საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპების დასაცავად და მისი ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 29 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.