(ACCnews) “ჩნდება კითხვები სანქციების თავიდან შესაძლო არიდების შესახებ,” – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმირ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერს.
“თუ ეს სიმართლეა და იმ ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, საქმეს იჭერენ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან, ჩნდება სერიოზულ კითხვები სანქციების შესაძლო თავიდან აცილების და ასევე მათი ქვეყნების ევროპული მომავლისადმი ერთგულების შესახებ”, – წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.