Wednesday, March 29, 2023

შს მინისტრის ცნობით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

მთავარი

(ACCnews) შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს.

მეტი:   მედია და სამართალდამცველები - სემინარი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი.

მეტი:   "რუსეთი შესაძლოა 26 შტატად დაიშალოს" - ნიკოლაი მალომუჟი

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე 436 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

მეტი:   "ბუქარესტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში" - ვიქტორ დოლიძე

გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img