(ACCnews) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს მონაწილეობას მიიღებს ISIS-ის [ისლამური სახელმწიფოს] წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. – შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.