(ACCnews) საქართველოს მთავრობაში ცვლილებაა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.
პრემიერის თქმით, ზალკალიანი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.