(ACCnews) “ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან,” – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი თავის პირობას, რომელიც ივლისში დადო, არ გადაუხვევს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან. ასეთია მოლდოვა. ასე რომ, პრაღის შეხვედრას მივესალმებით. მივესალმებით დისკუსიის გამართვის ნებისმიერ შესაძლებლობას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებენ მათ. ეს ასევე არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები. ივლისში ჩვენ ეს დაპირება დავდეთ და ამ გზაზე წინ უნდა წავიწიოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.