Wednesday, June 7, 2023

ანგელა მერკელის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

მთავარი

(ACCnews) გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე.

მერკელის განცხადებით, ცდილობდა, ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკება გაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2021 წლის ზაფხულში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"

მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ.

„მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა – ”ის შემოდგომაზე მიდის”, – აღნიშნა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მეტი:   ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი უკრაინელ მებრძოლებს შეუერთდა

კრემლში 2021 წლის აგვისტოში ვიზიტზე საუბრისას, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გააცნობიერა, მას რუს კოლეგაზე გავლენა აღარ ჰქონდა.

მეტი:   ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

„განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, პუტინის შეჭრა უკრაინაში მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img