(ACCnews) “რა შეიძლება მოხდეს 2023 წელს” – რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „მომავალს“ პროგნოზირებს.
მედვედევი აშშ-ს მომავალ პრეზიდენტად ილონ მასკს ხედავს, ხოლო ევროკავშირს დაშლილად.
“ახალი წლის ღამეს ყველა წინასწარმეტყველებს
ახალი წლის წინ ყველა აკეთებს „ყველაზე მოულოდნელ და თუნდაც აბსურდულ“ პროგნოზებს და აქ არის ჩვენი მოკრძალებული წვლილი.
რა შეიძლება მოხდეს 2023 წელს:
„1. ნავთობის ფასი ბარელზე 150 დოლარამდე გაიზრდება და გაზის ფასი 5 000 დოლარამდე 1 000 კუბურ მეტრზე;
2. ბრიტანეთის დაბრუნება ევროკავშირში;
3. ევროკავშირის დაშლა დიდი ბრიტანეთის დაბრუნების შემდეგ და ევროს, როგორც ყოფილი ევროკავშირის ვალუტის გაუქმება.
4. პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინის დასავლეთ რეგიონების აღება.
5. მეოთხე რაიხის შექმნა გერმანიის ბაზაზე და მასში შემავალი თანამგზავრები (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, კიევის რესპუბლიკა და სხვა).
6. ომი საფრანგეთსა და მეოთხე რაიხს შორის. ევროპის დაყოფა, მათ შორის პოლონეთის ახალი დაყოფა.
7. ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოსგან და შეერთება ირლანდიის რესპუბლიკაში.
8. ამერიკის სამოქალაქო ომი, კალიფორნიისა და ტეხასის გამოყოფა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ტეხასისა და მექსიკის საკავშირო შტატის შექმნა. ილონ მასკის შემდგომი გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზოგიერთ შტატში, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ რესპუბლიკელებს მიენიჭათ.
9. ყველა ძირითადი საფონდო ბირჟისა და ფინანსური აქტივობის გადატანა აშშ-დან და ევროპიდან აზიაში.
10. ბრეტონ ვუდსის ფინანსური სისტემის დაშლა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაშლის ჩათვლით. ევროსა და დოლარზე, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტაზე უარის თქმა. ოქროს სტანდარტის დაბრუნება. ციფრული ვალუტების აქტიურ გამოყენებაზე გადასვლა“, – წერს მედვედევი.