(ACCnews) უკრაინული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო დონორები უკრაინისა და უკრაინელებისთვის 9,1 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, საერთაშორისო დონორული კონფერენცია ვარშავაში გაიმართა, რომლის თანაორგანიზატორი ევროკავშირი იყო.
მათივე ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ კონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და მსხვილი კომპანიები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9,1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.
“დღეს ჩვენ შევაგროვეთ 9,1 მილიარდი ევრო ადამიანებისთვის, რომლებიც გაურბიან შემოჭრას – როგორც უკრაინაში დარჩენილთათვის, ასევე მათთვის, ვინც საზღვარგარეთ წავიდა. და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას,” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.