(ACCnews) „პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ინფორმაციას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, გუშინ სასტუმრო “რუმსში” გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – “დიდება უკრაინას”, რომელსაც ევროპისა და ამერიკის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური პერსონები ესწრებოდნენ.