(ACCnews) სოციალური ქსელი Twitter, რომელიც მილიარდერ ილონ მასკს ეკუთვნის, კონტენტის მოდერაციის შესახებ ევროკავშირის წესების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა ევროკავშირმა დაბლოკოს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ევროპული ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა მასკთან ვიდეო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში Twitter შესაძლოა დაიბლოკოს ან დაჯარიმდეს მსოფლიო ბრუნვის 6%-მდე.
„ტვიტერმა უნდა დაიცვას წესების საკონტროლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უარს თვითნებურ მიდგომაზე აკრძალული მომხმარებლების აღდგენაზე, დეზინფორმაციის აგრესიულად გავრცელებაზე და პლატფორმის „ფართო დამოუკიდებელ აუდიტზე“ მომავალ წლამდე დათანხმებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მოთხოვნებს შორის არის მკაფიო კრიტერიუმების უზრუნველყოფა, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლების აკრძალვა.