Saturday, September 23, 2023

ილონ მასკის SpaceX-მა პენტაგონი გააფრთხილა, რომ უკრაინაში Starlink-ის სერვისებს აღარ დააფინანსებს

მთავარი

(ACCnews) ილონ მასკის კომპანია SpaceX აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს უკრაინაში კრიტიკული თანამგზავრული სერვისები დააფინანსოს და აღნიშნულის შესახებ პენტაგონი გააფრთხილა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკმა პენტაგონს სთხოვა, სატელიტური სერვისების საფასური თავად გადაიხადოს.

მეტი:   საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

ილონ მასკმა ამ დრომდე უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20 000 თანამგზავრი გადასცა. გასულ კვირას მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ოპერაცია SpaceX-ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა, წლის ბოლომდე კი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

მეტი:   ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

Starlink-ი ილონ მასკის მიერ დაფუძნებული და კუთვნილი კოსმოსური კომპანიის ინტერნეტ ნავიგატორია, რომლის ათეულობით ტერმინალი კომპანიამ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა, რათა უკრაინულ არმიას უკეთესი კომუნიკაციის არხი ჰქონოდათ, რომელიც მათი დრონების ოპერირებისა და კრიტიკული მნიშვნელობის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისთვის გამოიყენება.

მეტი:   "ახალი ბალისტიკური რაკეტა დააფიქრებს მათ, ვინც გააფთრებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაემუქროს ჩვენს ქვეყანას" - პუტინი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img