Wednesday, September 27, 2023

“მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, იქ ჯოჯოხეთია, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “მარიუპოლი დღეს ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, იქ ჯოჯოხეთია, კატასტროფაა, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის,” – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მარიუპოლში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას გააკეთა.

ასევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც უკრაინა საუბრობს თვითმფრინავებზე, ტანკებზე, საარტილერიო სისტემებზე, ხომალდსაწინააღმდეგო იარაღზე, ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სჭირდება და რაც ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს აქვთ.

მეტი:   მსოფლიოში კაფეების უმსხვილესმა ქსელმა „სტარბაქსმა“ რუსეთის ბაზრიდან სრულად წასვლის შესახებ განაცხადა

“მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში. იქ ჯოჯოხეთია. იქ კატასტროფაა, რომლის შესახებაც ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა არავის აქვს საკმარისი სიმტკიცე, რომ ამ ქალაქში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში კატასტროფის შეჩერებაში დაგვეხმაროს. ჩვენი დამცველები იმსახურებენ იმას, რომ ევროპულმა კომპანიებმა საბოლოოდ შეწყვიტონ ფულის შოვნა მათთან, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ჩვენი დამცველები იმსახურებენ იმას, რომ არ ვიმკითხაოთ კრიტერიუმებზე, არამედ ვიცოდეთ, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან თუ ისინი წააგებენ, თუ მარიუპოლს და სხვა უკრაინულ ქალაქებს წავაგებთ, აღარ იქნება ერთიანი მტკიცე ევროკავშირი, რადგან მოვა ტირანია, რომ წაგართვათ ის, რაც გვაქვს და რითიც ამაყობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში"- გაერო-ში უკრაინის ელჩი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img