Wednesday, June 7, 2023

“არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას”- მარია ზახაროვა დასავლეთს მიმართავს

მთავარი

(ACCnews) “დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან – არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას!”- ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც უწყების პრესპიკერმა განაცხადა, “„რუსეთის წინააღმდეგ ასეთი აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება.”

“ჩვენ გვსურს, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას“,- აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი:   "უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს"– ვლადიმერ პუტინი

მისი მტკიცებით, უკრაინის მთავრობა მხოლოდ დასავლეთის მარიონეტული რეჟიმია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი იყენებენ.

მეტი:   "ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის"- ზელენსკი ნატო-ს ლიდერებს

„ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული.  დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ,“- აღნიშნა ზახაროვამ.

უწყების პრესსპიკერმა დაასახელა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის „სრულიად ლეგიტიმურია“ რუსეთის ტერიტორიაზე მის ლოგისტიკაზე დარტყმა, კიევში ასეთი ქმედებისკენ მოწოდებად მიიღეს.

მეტი:   "სამუდამოდ პრეზიდენტად დავრჩები" - ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს

ზახაროვას თქმით, „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეპი ეფექტურად მოუწოდებდა კიევს ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“.- განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img