Wednesday, September 27, 2023

“რასაც პუტინი ლაპარაკობს, იმავეს ლაპარაკობს “ხალხის ძალა” და კობახიძე” – პაატა მანჯგალაძე

მთავარი

(ACCnews) “რასაც პუტინი ლაპარაკობს, იმავეს ლაპარაკობს “ხალხის ძალა” და ირაკლი კობახიძეც, ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას სიმბოლური ხასიათი აქვს – ესენი ევროპისკენ არ მიდიან,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მეტი:   როგორია აშშ-ის როლი ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობასა და აღჭურვაში?

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორების ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით სუვერენიტეტში ჩარევად განიხილავს, რაც პუტინის რიტორიკას ჰგავს.

“ქართული ოცნება” რა ფორმატშიც არ უნდა შეიყვანო, მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მათ ურჩევნიათ თუ არ ვიქნებით ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტს არავინ მოსთხოვს, ყველა შენიშვნას დემოკრატიასთან დაკავშირებით, ესენი განიხილავენ სუვერენიტეტში ჩარევად, რასაც პუტინი ლაპარაკობს სუვერენულ დემოკრატიაზე, იმავეს ლაპარაკობს “ოთხეულიც” და ირაკლი კობახიძეც. ამიტომ პრაღის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობას აქვს სიმბოლური ხასიათი, ესენი არ მიდიან ევროპაში, მათ უნდათ საქართველო იყოს ივანიშვილის უკანა ეზო და ბოსტანი,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მეტი:   "აშშ ყოველთვის ღიაა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის" - ჯო ბაიდენი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img