Saturday, January 28, 2023

“ივანიშვილი ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება, მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლიაო” – პაატა მანჯგალაძე

მთავარი

(ACCnews) “ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ის ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ “ქართული ოცნება” დატოვა.

მეტი:   ჯორჯ სოროსი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

“ივანიშვილის ადვოკატი ყიფიანი საუბრობს იმაზე, რომ ის ფაქტობრივად არის სანქცირებული. ის, რაც ხდება და როგორიც არის რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება – “მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია”. ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა.

მეტი:   "საუდის არაბეთმა დანა დაარტყა ზურგში დასავლეთს" - რომან გოცირიძე

ლეგენდაა, რომ თითქოს ვინმემ “ქართული ოცნება” დატოვა, ისინი არიან ჯგუფი, რომელიც დავალებას იღებს პირდაპირ რუსი კურატორებისგან. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამით შეიქმნა “ალტ – ინფოს” საპარლამენტო ჯგუფი და ის, რასაც ლაპარაკობს ყაველაშვილი, “ქართული ოცნების” ცალკეული წარმომადგენლები, მათ შორის, დიმიტრი სამხარაძე, ამას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მეტი:   "წერილი ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღია ღალატის მანიფესტს წარმოადგენს" - ნიკა მელია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img