Friday, March 24, 2023

“ეს არის ომის დანაშაული, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს” – მაკრონი უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შესახებ

მთავარი

(ACCnews) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე ომის დანაშაულია, რომელიც უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„უკრაინამ დღეს მასიური დაბომბვა განიცადა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მეტი:   ჯეიმს აპატურაის დღეს ქართველი დეპუტატები მოუსმენენ
მეტი:   28 ქართველმა სტუდენტმა ბოსტონის უნივერსიტეტში საქართველოს ჰიმნი შეასრულა

მან დასძინა, რომ 13 დეკემბერს, საფრანგეთი უმასპინძლებს კონფერენციას პარიზში, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება მობილიზებული უკრაინისთვის, რათა უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა ენერგეტიკაზე.

მეტი:   რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს რუსულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს უკრაინის მასიური დაბომბვა, დარტყმა მიაყენეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img